ჯო უილსონი – მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!

-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრას ეხმაურება.
როგორც ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, საფრანგეთი და ამერიკა გვერდში უდგანან ქართველ ხალხს.
„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობს მალევე, რაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. საფრანგეთი და ამერიკა გვერდში უდგანან ქართველ ხალხს. საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“ – წერს უილსონი.