ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და ს აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში
ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ რეზოლუციაში შეტანილი ყოფილიყო მოთხოვნა სირიის ხელისუფლებისადმი, რომ მათ გაეწვიათ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ეს საკითხი დაინიცირდა ნიკოლოზ სამხარაძის მიერ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.
„ჯო უილსონს ხომ ძალიან უყვარს საქართველო – ის მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი ოკუპაციის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით, ეს საკითხი დაინიცირდა და ჩაიწერა რეზოლუციაში, რომ ეუთო მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გაიწვიოს აღიარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის. ამ ჩანაწერს ჩვენ საკომიტეტო მოსმენაზე დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ იქ პროცედურულად თითოეულ შესწორებას ცალკე უყრიან კენჭს, თუმცა სესიაზე, სადაც ასევე ცალკე უყარეს კენჭი ჯო უილსონის ინიციატივას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ახალი ს ჩატარებისკენ მოუწოდებს, ორივე ჩანაწერის ერთ დოკუმენტში გაჩენის დროს, პლენარულ სესიაზე ბუნებრივია ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღეთ“, – განაცხადა ბითაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ

დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა