ჯო უილსონი მელიას დაკავებაზე – ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს – სანქციები გამოსავალია

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს.
კერძოდ, უილსონი ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ს დაკავებას და აცხადებს, რომ სანქციები გამოსავალია.
“ანტი-ამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა ამ წამს დააპატიმრა საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერი, იგივე ყალბი ბრალდებებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმის დროს. ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად. სანქციები გამოსავალია!”, – წერს უილსონი.