ჯო უილსონი – მათ ჰგონიათ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ის კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება – ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით, არამედ გავაკეთებთ

მათ ჰგონიათ, ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის შეერთებულ შტატებთან კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა.
“მათ ჰგონიათ ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და შეერთებულ შტატების კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება. „MEGOBARI Act“ აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი და პროდასავლური მომავლისადმი მათი ერთგულების შეწყვეტას. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს ძლიერი და ნათელი მომავალი სურს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის და რომ ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით ამას, არამედ გავაკეთებთ”, – განაცხადა უილსონმა.
ჯო უილსონი Megobari Act-ის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის“ მიღებისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. კანონპროექტი დღეს იქნება წარდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას