ჯო უილსონი – კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა – მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი, თუ კურსს არ შეცვლის

რიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის.

“სამწუხაროდ, კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია. მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის”, – წერს უილსონი.

ცნობისთვის, „არალეგალურად დარჩენის მაღალი რისკებიდან“ გამომდინარე 18 მარტს -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყანათა სიას დაამატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ამერიკული ვიზებისთვის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის, 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან