პუტინისტური “ქართული ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, “რეჟიმი” ქართველი ხალხის პროტესტს “უკანონო დაკავებებით და ძალადობით” პასუხობს.
“ოქტომბერში პუტინისტურმა, “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა.
რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისთვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს.
მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტი 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს.
რეჟიმმა შავი ზღვრის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმმა მკვლელები გამოაგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაკლავად.
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, მამაცად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”, – განაცხადა უილსონმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/cca2f5dc-9137-49e0-80e3-08dd4a843460_w1200_r1-gSpdKb-300x169.jpeg)