ჯო უილსონი – კაია კალასთან განგვიხილეთ ძალისხმევა ომის დამნაშავე პუტინისა და მისი ბოროტების ალიანსის დასამარცხებლად, ირანის რეჟიმთან, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ და მათ მარიონეტებთან ივანიშვილთან და მადუროსთან ერთად

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს ძალისხმევა პუტინის დასამარცხებლად.
„კაია კალასთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ, რათა განგვეხილა ჩვენი ტრანსატლანტიკური ძალისხმევა ომის დამნაშავე პუტინის დასამარცხებლად, მისი ბოროტების ალიანსის დასამარცხებლად, ირანის რეჟიმთან, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ და მათ მარიონეტებთან ივანიშვილთან და მადუროსთან ერთად“, – წერს ჯო უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს