ივანიშვილმა გარყვნა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიურო მისი მარიონეტის, რაჟდენ კურპაშვილის მეშვეობით, ის ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა ქვეყანაში ჩინეთის დომინაცია უზრუნველყოს. ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ანტიამერიკული “ქართული ოცნების” ლიდერმა, ივანიშვილმა გარყვნა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიურო მისი მარიონეტის, რაჟდენ კურპაშვილის მეშვეობით, რათა რეპრესიები განეხორციელებინა პრო-ამერიკელი თავისუფალი ქართველების ნინო ევგენიძის, ეკა გიგაურის, მარიამ კაპანაძის, ქეთი ხუციშვილისა და ბაია პატარაიას წინააღმდეგ. ის ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა ამერიკა აკრძალოს და ქვეყანაში ჩინეთის დომინაცია უზრუნველყოს”, – წერს უილსონი.
