რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმების გამო მადლობას უხდის.
“ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!”, – წერს ჯო უილსონი X-ზე.
I am grateful to @oscepa President @PiaKauma for this decision. The Ivanishvili regime must not be given even the semblance of legitimacy. Georgia needs free and fair elections! https://t.co/rILDcumh3y— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 6, 2025