ჯო უილსონი – ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს

ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს, – ასე ეხმაურება -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.
„ამ გადაწყვეტილების გამო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მადლობელი ვარ. ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს. საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი სჭირდება!“, – წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.
“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება.
ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – წერს პია კაუმა X-ზე.