ჯო უილსონი – ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ

ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ ივანიშვილის რეჟიმის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, – წერს ჯო უილსონი.
ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა.
სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა