ჯო უილსონი: ივანიშვილის კენგურუს სასამართლომ მათე დევიძეს პატიმრობა მიუსაჯა… ნინო გალუსტაშვილს და საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეებს სანქციები უნდა დაუწესდეთ

“ივანიშვილის კენგურუს სასამართლომ 21 წლის უდანაშაულო აქტივისტს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა” – ასე ეხაურება ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი მოსამართლე გალუსტაშვილის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.

ამერიკელი კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოსამართლე “ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეები სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ”.

ივანიშვილის კენგურუს სასამართლომ 21 წლის უდანაშაულო აქტივისტს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი ქვეყნის, საქართველოს თავისუფლება სურდა. ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეები სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ”. – წერს ჯო უილსონი. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ “გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია” და სხდომა დატოვა.

განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.