ჯო უილსონი: ივანიშვილის და მადუროს რეჟიმები ჩინეთის, ირანისა და ს მარიონეტები არიან

რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომიისის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერს, რომ სა და ვენესუელის არაღიარებული პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმები “ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და ს მარიონეტები არიან”.
“მადურო აქებს ივანიშვილის მიერ საქართველოს ტოტალიტარულად ხელში ჩაგდების მცდელობას. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები”, – წერს ჯო უილსონი.
ის აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ვენესუელის არაღიარებული პრეზიდენტი ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში “გამარჯვებას ულოცავს” და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვა “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.