ჯო უილსონი – ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ – მეტი სანქცია მოდის

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ, – ასე ეხმაურება -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკური პარტია“) გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებას.
„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ. მეტი სანქცია მოდის. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“, – წერს უილსონი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე