ჯო უილსონი – ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის, ის ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება

ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ს მეგობარი არ არის, ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. უილსონი ამ სიტყვებით ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.
უილსონის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, დაესწრო.
„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი და ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. ინაუგურაციაზე იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი“, – წერს უილსონი.
ამასთან, კონგრესმენი მისი, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
„მადლობელი ვარ, რომ მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მასზე უკეთ არავის ესმის აგრესორების დიქტატურული ღერძის საფრთხე – მისი ოჯახი კუბის ტირანულ რეჟიმს გაექცა. მადლობელი ვიყავი, რომ ის საქართველოს პრეზიდენტს შევახვედრე“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

“ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხი, ბავშვებთან ერთად, მოსახლეობამ გადაარჩინა, ტექნიკა არ გვყავს და ვერ მოვდივართო, ეგ იყო თქვენი პასუხი”; “ეგ თოვლი დაგასრულებთ თქვენ” – ხალხი ლანჩხუთის მერიას