ჯო უილსონი: ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც მეგობარი აქტის ერთ-ერთი ავტორია, ჯო უილსონი მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს.

უილსონი ასევე მიმართავს ქართულ ოცნებას, არ გამოიყენონ ძალადობა პროტესტის ჩასახშობად.

“გუშინ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეუერთდა ქართული ოპოზიციის წევრებს, რათა მსოფლიოსთვის გამოეცხადებინა, რომ საქართველოს საპარლამენტო ს შედეგები არალეგიტიმურია, ასევე მოეწოდებინა ქართველ ხალხისთვის, გამოვიდნენ ქუჩებში და გააპროტესტონ და მოითხოვონ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზის გადასარჩენად…

მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში და ვაფრთხილებ ქართული ოცნების მთავრობას, არ გამოიყენონ ძალადობა პროტესტის ჩასახშობად. მსოფლიო გიყურებთ”- ამბობს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ