ჯო უილსონი – გავიგე, რომ ანტიამერიკულმა “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა ბათუმში Trump Tower-ი და დონალდ ტრამპს მატყუარა უწოდა – მათ ჩინეთის კომუნისტური პარტია აირჩიეს

ახლა გავიგე, რომ ანტიამერიკულმა “ქართული ოცნების” პარტიამ გააუქმა ბათუმში შემოთავაზებული Trump Tower-ი და დონალდ ტრამპს მატყუარა უწოდა. ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ახლა გავიგე, რომ ანტიამერიკულმა “ქართული ოცნების” პარტიამ გააუქმა ბათუმში შემოთავაზებული Trump Tower-ი და დონალდ ტრამპს მატყუარა უწოდა. რატომ ეზიზღება “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტი ტრამპი? მათ შეეძლოთ ბიზნეს გარიგებების წარმოება ამერიკასთან, მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტია აირჩიეს”, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს