ჯო უილსონი – ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ, კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ, კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
უილსონმა შეხვედრა გამართა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მარგუს ცაჰკნასთან (), კესტუტის ბუდრისთან (ლიეტუვა) და ბაიბა ბრაჟესთან (ლატვია).
“მადლიერი ვიყავი ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს, რათა განგვეხილა კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელი არიან. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!” – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს