ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს შეხვდა.
“მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს. ბალტიისპირეთის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. მადლობელი ვართ მათი დამოუკიდებლობისთვის”, – წერს უილსონი X-ზე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/08rzbf1xk8qxnxc-RiWJWK-300x165.jpeg)