ჯო უილსონი – ანტიამერიკულმა რეჟიმმა უკანონო პატიმრობა მიუსაჯა მზია ამაღლობელს – რეჟიმი სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ქვეყნის მიყიდვის მიზანს მიუახლოვდეს – „MEGOBARI აქტი“ საჭიროა

ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების” რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, „MEGOBARI აქტი“ საჭიროა!- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. რეჟიმი სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვის თავის მიზანს უფრო მიუახლოვდეს. MEGOBARI [აქტი] საჭიროა!!” – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს