“ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა სიგიჟის ახალ დონეს მიაღწია” – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა “თალიბანს” ქვეყნის საზღვარი გაუხსნა, ანაკლიის პორტი ჩინეთს მიჰყიდა და ტრამპი “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად გამოაცხადა.
“ამასობაში, ისინი ვაშინგტონში შეხვედრებს ითხოვენ. საკმარისია უკვე” – წერს უილსონი.
ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა სიგიჟის ახალ დონეს მიაღწია და საქართველოს საზღვარი “თალიბანს” გაუხსნა მას შემდეგ, რაც მისი ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა და აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი “დიფ სთეითის” ინსტრუმენტია. ამასობაში, ისინი ვაშინგტონში შეხვედრებს ითხოვენ. საკმარისია უკვე. სანქციები და ახალი არჩევნები. #მეგობარი”. – წერს ჯო უილსონი.