ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

ლას-ვეგასში მოგზაურობის დროს ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა. პრეზიდენტს დიაგნოზი ვეგასში დაგრგმილი ღონისძიებების წინ დაუსვეს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, პრეზიდენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს და ის საკუთარ სახლში, დელავერში დაბრუნდება, სადაც დროებით იზოლირებული იქნება.
ბაიდენის ექიმის, კევინ ო’კონორის თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა ზედა რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ სურდო, ასევე აწუხებდა ხველა და თავს შეუძლოდ გრძნობდა. ექიმმა აღნიშნა, რომ ბაიდენს სამკურნალოდ ვირუსსაწინააღმდეგო წამალი Paxlovid-ი დაუნიშნა და პრეზიდენტმა პირველი დოზა უკვე მიიღო.
ბაიდენს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს მაშინ, როცა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეშფოთებები არსებობს.
თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ ბაიდენმა რეპორტიორებს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა. მას პირბადე არ ეკეთა.
ბაიდენი ვაქცინირებულია და ყოველწლიური ბუსტერ დოზაც გაკეთებული აქვს.
-ს პრეზიდენტს COVID-19 ბოლოს 2022 წლის ზაფხულში ორჯერ დაუდასტურდა.
ბოლო პერიოდში, აშშ-ს ჯანდაცვის მაღალჩინოსნების ცნობით, შტატებში COVID-19-ის შემთხვევები გახშირდა, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში.