ჯო ბაიდენს სიმსივნური უჯრედების მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა

-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სიმსივნური უჯრედების მოსაშორებლად მოჰსის სახელით ცნობილი ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის.
მოჰსის პროცედურა ხშირად გამოიყენება კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმების სამკურნალოდ.
ამავე დროს, დაზუსტებული არ არის, როდის ჩაუტარდა ჯო ბაიდენს ოპერაცია.
ჯო ბაიდენს კანის კიბოს უჯრედების მოსაშორებლად ოპერაცია 2023 წელსაც ჩაუტარდა. მაშინ მისმა მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ „ყველა სიმსივნური ქსოვილი წარმატებით ამოკვეთეს“ და დამატებითი მკურნალობა საჭირო არ იყო.
ცნობისთვის, მაისში ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. ყოფილი პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა