აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებით ბიუჯეტს, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად მიიღო.
დოკუმენტი არ ითვალისწინებს თანხების გამოყოფას უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატმა შტატის დროებითი ბიუჯეტი 15 ნოემბერს, 87 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღო. ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა: სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.