ჯო ბაიდენმა სამხედრო უწყებას უბრძანა, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში

თეთრი სახლი აცხადებს, რომ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედრო უწყებას უბრძანა, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ირანის მიერ წამოწყებული სარაკეტო იერიშის შესახებ.

და ვიცე-პრეზიდენტი საჰაერო იერიშს თვალს ადევნებენ თეთრის სახლის სიტუაციების ოთახიდან (Situation Room) და რეგულარულად იღებენ განახლებულ ინფორმაციას, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა შონ სავეტმა.
1 ოქტომბრის საღამოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის (IRGC) განცხადება, ს მიმართულებით “ათობით რაკეტის” გაშვების შესახებ. IRGC-მა ასევე განაცხადა, რომ თეირანი ახალ თავდასხმას დაიწყებს, თუ ისრაელი გადაწყვეტს პასუხის გაცემას.

ისრაელის არმიის რადიოს თანახმად, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვეს.
1 ოქტომბრის საღამოს საჰაერო თავდაცვის სირენების ისმოდა იერუსალიმში, თელ-ავივში, აშკელონსა და სხვა ქალაქებში. “აფეთქებები, რომლებიც ისმის, გამოწვეულია ჰაერში საჰაერო თავდაცვის მიერ გადაჭერილი რაკეტებით ან ჩამოვარდნილი ჭურვებით”, – აღნიშნეს სამხედრო უწყებაში.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანბია CBS-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ეხმარება ისრაელის თავდაცვას ირანიდან მფრინავი ზოგიერთი რაკეტის გადაჭერაში.
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) მოგვიანებით გამოაქვეყნა შეტყობინება სარაკეტო თავდასხმის დასრულების შესახებ. “სიტუაციის შეფასების შედეგების საფუძველზე გადაწყდა, რომ მოსახლეობამ დატოვოს დაცული თავშესაფრები ქვეყნის ყველა ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ისრაელის სარდლობამ.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მას მერე, რაც ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ