ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა — მას კოვიდი დაუდასტურდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა — მას ოთხშაბათს Covid-19 დაუდასტურდა.
ამერიკული მედია ბაიდენის გარემოცვაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრეზიდენტი მკურნალობას თავის სახლში, დელავერში გადის, სრულად ასრულებს საპრეზიდენტო მოვალეობებს, რაც შეეხება ვირუსს, მას აქვს მსუბუქი სიმპტომები, არის ვაქცინირებული და ამჟამად იღებს კოვიდის სამკურნალო პრეპარატ პაქსლოვიდს.
ბაიდენის ავადმყოფობამ დამატებით გააძლიერა წუხილები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებს ის, შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენცია გაუწიოს რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს.
CNN თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრი დემოკრატები სულ უფრო მეტად საუბრობენ ბაიდენის შესაძლო ჩანაცვლებაზე, თუმცა ამისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
CNN, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას და აქვს კავშირები აღნიშნულ პარტიასთან, ასევე თავის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ბაიდენს განზე გადადგომისკენ მოუწოდეს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ასევე გავლენიანმა დემოკრატმა, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ.
„ნენსი პელოსიმ ბაიდენს პირადად უთხრა, რომ ბოლო კვლევებით მას არ შეუძლია ს დამარცხება და ასევე, ბაიდენმა შეიძლება გაანადგუროს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვების შანსები, თუ ის მეორე ვადით შეეცდება პრეზიდენტობას,“ — წერს CNN და დასძენს, რომ ტელეარხმა ინფორმაცია ამ საუბრის შესახებ ოთხი წყაროსგან მოიპოვა.
სულ უფრო ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ -ის დემოკრატიული პარტია ოფიციალურად დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს.
84 წლის ბაიდენის კანდიდატურის შეცვლაზე საუბარი დაიწყო 27 ივნისიდან, როცა ბაიდენი-ტრამპის დებატები გაიმართა, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კი მარცხი იწვნია — ვერ გაუწია ოპონირება დონალდ ტრამპს, ზოგ საკითხზე კი არეულად საუბრობდა. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში, ოფიციალურ შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის გვარი შეეშალა და მას პუტინი დაუძახა, კამალა ჰარისს კი ტრამპის სახელით მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი ტრამპზე მხოლოდ 3 წლითაა უფროსი, ამერიკული მედია და კომენტატორები აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან — ტრამპის სასარგებლოდ. მიუხედავად კრიტიკისა, ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის განზე გადგომას არ აპირებს და შემოდგომის არჩევნებში ტრამპის დამარცხება თავისუფლად შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის