ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 500 ახალი სანქცია გამოაცხადა – ეს სანქციები უზრუნველყოფს, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხდის აგრესიისა და რეპრესიისთვის

ვაცხადებ 500-ზე მეტ ახალ სანქციას ს წინააღმდეგ ზე მიმდინარე დაპყრობითი ომისა და ს სიკვდილის გამო, რომელიც იყო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი აქტივისტი და პუტინის ყველაზე მძვინვარე ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებულ პირები, ასევე რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვების ქსელები.
„ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხდის აგრესიისთვის რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიებისთვის რუსეთში“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ახალი სანქციების სამიზნე 100-მდე ორგანიზაციაცაა, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უწევენ მხარდაჭერას.
„ჩვენ ასევე ვუწესებთ ახალ საექსპორტო შეზღუდვებს 100-მდე ორგანიზაციას, რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერისთვის. ვიღებთ ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ