ჯო ბაიდენმა ირანს მოუწოდა ისრაელზე თავდასხმა არ განახორციელოს

ჯო ბაიდენმა ირანს მოუწოდა, რომ ისრაელზე თავდასხმა არ განახორციელოს.
“ამას ნუ გააკეთებთ“, – მიმართა ირანს ჯო ბაიდენმა.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მოლოდინით, ირანი ადრე თუ გვიან ისრაელს თავს დაესხმება.
„გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცემა არ მსურს, მაგრამ ჩემი მოლოდინით, ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ასევე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელს მხარს დაუჭერს და მის დაცვას გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ