ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა -ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა და ორივე ლიდერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსება სწრაფად დაამტკიცოს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ჯო ბაიდენმა ოლაფ შოლცს უკრაინის დახმარებაში შეტანილი სამაგალითო წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ