ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა უკრაინაში არსებული ვითარება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს

ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა ში არსებული ვითარება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი -ის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა და ორმა ლიდერმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობები, უკრაინაში არსებული ვითარება, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრების გამარჯვება განიხილეს.
„პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ თავიანთი სწრაფვა განიხილეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ჯო ბაიდენმა კირ სტარმერს განუცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების შესახებ მის სურვილს მიესალმება.