ჯო ბაიდენმა, დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილი ძალადობის გამო, ისრაელის 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებული ს ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი პალესტინელებზე თავდასხმაში ედებათ, სანქციები დაამტკიცა.
მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია. სანქციები 4 ფიზიკური პირისთვის ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, -ის მთავრობა განიხილავს სანქციების დაწესებას თავდასხმებში ჩართული სხვა პირების წინააღმდეგაც.
დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ფაქტებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა.
გაერო-ს მონაცემებით, მას შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე 370 პალესტინელი დაიღუპა. მათგან უმეტესობის ლიკვიდაცია ისრაელის ძალების მიერ განხორციელდა, მაგრამ სულ მცირე რვა მათგანი დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულმა ისრაელელებმა მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ