ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ვალდებულება დაადასტურა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ს პრემიერ-მინისტრ ს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და ცალსახად დაგმო ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა.
ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ლიბანთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური შეთანხმების აუცილებლობას, რათა როგორც ლიბანელი, ისე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქეები თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
„პრეზიდენტმა დაადასტურა ისრაელის უფლება დაიცვას თავისი მოქალაქეები „ჰეზბოლასგან“, რომელმაც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ათასობით რაკეტა ესროლა ისრაელს, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანის მინიმუმამდე დაყვანა, განსაკუთრებით ბეირუთის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღაზასთან დაკავშირებით, ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიის განახლების გადაუდებელი აუცილებლობა „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად.
„ისინი შეთანხმდნენ დარჩნენ მჭიდრო კონტაქტზე უახლოეს დღეებში, როგორც უშუალოდ, ასევე მათი ეროვნული უსაფრთხოების გუნდების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი