ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებასთან და რესპუბლიკელი ს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად და კანონის შესაბამისად გადაცემა, რომელიც 20 იანვარს მოხდება, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
“ჩვენ ვიღებთ არჩევანს, რომელიც ქვეყანამ გააკეთა. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როცა შენ იმარჯვებ, არ შეიძლება მხოლოდ მაშინ გიყვარდეს მოყვასი, როცა მას ეთანხმები”, – თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკული საარჩევნო სისტემა პატიოსანი, სამართლიანი და გამჭვირვალეა, მისი ნდობა შეიძლება. “წარუმატებლობები გარდაუვალია, მაგრამ დანებება უპატიებელია”, – თქვა ბაიდენმა.
ოთხშაბათს, 6 ნოემბერს, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, , ტრამპს დახმარებას დაჰპირდა გარდამავალ პერიოდში. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ არ არის მზად, მიიღოს ქვეყნის განვითარების ტრამპისეული ხედვა. წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია შეხვედრაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც