ჯო ბაიდენი 10 ივლისს ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს

ამერიკის პრეზიდენტი ოთხშაბათს, 10 ივლისს ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, კირსტარმერს თეთრ სახლში უმასპინძლებს. ინფორმაციას თეთრი სახლის სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ავრცელებს.
„ოთხშაბათს პრეზიდენტი გამართავს თავის პირველ ორმხრივ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან აქ, თეთრ სახლში. პრეზიდენტი ასევე შეხვდება ალიანსის 32 წევრს“, – აღნიშნა კირბიმ.
ამასთან, მიმდინარე კვირას გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა. ამის შემდეგ ბაიდენი უმასპინძლებს ღონისძიებას, რომელსაც და ის პარტნიორები დაესწრებიან, რომელთაც ხელი მოაწერეს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებებს სთან.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის ქალაქების დასაცავად, შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს ექნებათ რამდენიმე განცხადება სამიტზე. ამასთან, ნატო-ს ალიანსი გამოაცხადებს მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯების შესახებ უკრაინასთან სამხედრო და პოლიტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – დასძინა ჯონ კირბიმ.