ჯო ბაიდენი – „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ

ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა.
“კერძოდ გადავეცით ეგ [მესიჯი] და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებულნი,” – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – აღწერს თუ არა ტერმინი “ტერორისტული” ჰუსიტების დაჯგუფებას? – ბაიდენმა დადებითად უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წელს ჰუსიტები სახელმწიფო დეპარტამენტის “უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების” სიიდან გამოიყვანა.
ცნობისთვის, ჰუსიტების დაჯგუფება “ძლიერი და ეფექტიანი პასუხით” დაიმუქრა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 13 იანვრის ღამეს იემენში მათ ობიექტებზე მორიგი დარტყმები მიიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა