ჯო ბაიდენი ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე – ეს აღმაშფოთებელია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლმნიშვნელობა არ არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ს მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება „აღმაშფოთებელია”.
“ნება მომეცით, გარკვევით განვმარტო: რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლმნიშვნელობა არ არსებობს – არანაირი ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება“, – აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ