ჯო ბაიდენი – წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა

წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.
„მჯერა, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიღწევები, მსოფლიოში ჩემი ლიდერობა, ამერიკის მომავლის შესახებ ჩემი ხედვა – ეს ყველაფერი მეორე ვადას იმსახურებდა. მაგრამ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენას წინ არაფერი არ უნდა აღუდგეს, მათ შორის, პირადი ამბიციები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა. ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შემდეგ გავრცელებულ პირველ საჯარო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო და მას მადლობა გადაუხადა.
„ის ძლიერია, მას შეუძლია და ის ჩემთვის შესანიშნავი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი ლიდერია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.