ჯო ბაიდენი – ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს – სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს, თავისუფლებას დაუჭიროს მხარი

აშშ-ის პრეზიდენტი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს . ვფიქრობ, ს თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება ნატო-ს პირობებს? რას გააკეთებენ ისინი?..
ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ სენატს მოვუწოდებ რამე ქნას, და სწორი რამ – მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი”, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ოთხშაბათს უკრაინისთვის, სთვისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას