ჯო ბაიდენი – ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდაცვას

ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ს თავდაცვას, ირანის შეტევა, როგორც ჩანს, დამარცხებული და არაეფექტურია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების დასტური და ასევე შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ინტენსიური დაგეგმვის დასტური თავხედური თავდასხმის განჭვრეტისა და თავდაცვის მიზნით“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელს.
„ნუ დაუშვებთ შეცდომას, შეერთებული შტატები სრულად, სრულად, სრულად უჭერს მხარს ისრაელს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.