ჯო ბაიდენი – უფლებას ვაძლევთ ჩვენი იარაღი გამოიყენონ საზღვართან ახლოს, კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვაძლევთ – რაც შეეხება პუტინს, 40 წელზე მეტია ვიცნობ და 40 წელზე მეტია მაშფოთებს, ის წესიერი ადამიანი არ არის, ის დიქტატორია

ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით – პუტინს 40 წელზე მიეტია რაც ვიცნობ, ის წესიერი ადამიანი არ არის. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“უფლებას ვაძლევთ [ამერიკული იარაღი] გამოყენებულ იქნას საზღვართან ახლოს…მოსკოვზე, კრემლზე დარტყმების უფლებას არ ვაძლევთ”, – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აშფოთებს თუ არა მას პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, თითქოს ს ტერიტორიაზე სამიზნეებზე გამოყენებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება ომში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს.
“მას [პუტინს] 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ. 40 წელზე მეტია, რაც მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის. ის დიქტატორია.
იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ იარაღი გადავცეთ [ს] მოსკოვზე დარტყმისთვის, კრემლზე დარტყმისთვის… მხოლოდ საზღვრის იქითა მხარეს, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისთვისა და უკრაინელების მკვლელობისთვის,” – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება