ჯო ბაიდენი – უკრაინის დახმარების შეფერხება საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ნატო-ს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, ნატო-ს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერები, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა.
„შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობას, რომ ს ჰქონდეს საჭირო რესურსები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი ს სასტიკი შეჭრისგან. პრეზიდენტმა განიხილა უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის. მან ნათლად განაცხადა : კონგრესის მუდმივი წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა, რომ საჭიროა სასწრაფო ზომები -ს სამხრეთ საზღვარზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად და აღნიშნა, რომ მისთვის იმედის მომცემია ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი.
„პრეზიდენტმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ საზღვარზე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. მისი თქმით, წახალისებულია სენატში მიმდინარე ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით. მან გამოთქვა მზადყოფნა სასაზღვრო პოლიტიკასა და საზღვარზე დამატებითი რესურსების საჭიროებაზე ორპარტიული შეთანხმების მიღწევაზე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. უკრაინის დაფინანსების პროცესს კონგრესში „რესპუბლიკელების“ ნაწილი აფერხებს. ისინი პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცებას ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას უკავშირებენ და მის პარამეტრებს „დემოკრატ“ კოლეგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ.