ჯო ბაიდენი – სი ძინპინი დიქტატორია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დიქტატორია.
ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, -ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა :
”არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა, როდესაც ის აშშ-ის მიერ ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდებაზე ჩინეთის ლიდერის რეაქციაზე საუბრობდა. ს ამ განცხადებამ ჩინეთის ხელისუფლებისგან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ჩემი პროგნოზია, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც ზურა ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ, თუმცა უმადური საქმეა იმის გამოცნობა, რა გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა