ჯო ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრაზე – ვუბრუნდებით პირდაპირ, ღია, მკაფიო კომუნიკაციას

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ.
„ვუბრუნდებით ­პირდაპირ, ღია, მკაფიო, პირდაპირ კომუნიკაციას. ორივე მხარის მხრიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის არასწორმა გათვლებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალური, პრობლემები ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია ან რომელიმე სხვა დიდ ქვეყანასთან“, – აღნიშნა ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
-ის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა.
„მე ვიცნობ ამ კაცს, ვიცი მისი ხელწერა, ჩავხედე თვალებში – ჩვენ გვაქვს უთანხმოება. ბევრ რამეზე ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ ის პირდაპირ იყო. მე არ ვგულისხმობ კარგს, უკეთესს, გულგრილს, უბრალოდ პირდაპირს, ”- თქვა მან.
მისი თქმით, გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის პრეზიდენტებს შორის და ორივე შეძლებს აიღოს ტელეფონი და დაუყოვნებლივ პირდაპირ მოუსმინოს ერთმანეთს. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის ში ს სასტიკ აგრესიულ ომზე და ღაზაში კონფლიქტის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდნტის თქმით, ჩინელ კოლეგასთან ოთხსაათიანი სამიტის დროს ასევე შეთანხმდნენ ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე. ბაიდენმა განმარტა, რომ ჩინეთის თანხმობა ფენტანილის წინამორბედი ქიმიკატების შემცირებაზე გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს და ხაზი გაუსვა, რომ აფასებს სი ძინპინის ვალდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.