ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 21 ივლისის სოციალური მედიის გზით გაავრცელა წერილი, რომელშიც იტყობინება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბაიდენი წერილში, რომელშიც ის მიმართავს ამერიკელ ხალხს, აცხადებს, რომ თავისი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, მოხსნას კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან.
“ჩემთვის უდიდესი პატივია ცხოვრებაში, გემსახუროთ პრეზიდენტად. მართალია, კვლავ არჩევას ვესწრაფოდი, ვთვლი, რომ ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, გადავდგე და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დავუთმო მთელი ყურადღება დარჩენილ ვადაში”- ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
სოციალურ მედიაში გავრცელებულიდამატებით განცხადებაში, ბაიდენი წერს, რომ ის მხარს უჭერს, -ის ვიცეპრეზიდენტი, დასახელდეს დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატად. ბაიდენი დემოკრატებს მოუწოდეს გაერთიანდნენ და “დაამარცხონ ტრამპი”. კამალა ჰარისი ს ვიცეპრეზიდენტია 2020 წლიდან.
ბაიდენი წერს, რომ ის მომავალ კვირაში მეტს იტყვის თავისი გადაწყვეტილების გარშემო.
ბაიდენი თავისი თანაპარტიელი დემოკრატების ზეწოლის ქვეშ იყო, შეეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გზა დაეთმო სხვა კანდიდატისთვის, რომელიც რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.
(ახალი ამბავი განახლდება)

ასევე დაგაინტერესებთ