ჯო ბაიდენი – რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა

რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და ს უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო და მსხვერპლი გამოიწვია, ს სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა, – ასე ეხმაურება -ის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმას.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის გვერდით დგომა ამ მნიშვნელოვან მომენტში და ჩვენ არ უგულებელვყოთ რუსული აგრესია“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მისი თქმით, მიმდინარე ვაშინგტონში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ სა და ნატო-ს ლიდერებს.
„შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, რათა ნათლად განვუცხადო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა ხელი შევუწყოთ მათი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთის თავდასხმებისგან დაცვას. შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“, – აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ