ჯო ბაიდენი – პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ, ვინც ს ცენტრში იდგა და არა ის – მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია

პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც ს ცენტრში იდგა და არა ის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც პუტინი ში შეიჭრა, იგი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის. პუტინს ეს არასდროს გაუკეთებია. მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა იყო, მაგრამ მე ვარ ერთადერთი მთავარსარდალი, ვინც საომარი მოქმედებების ზონას ეწვია, რომელსაც არ აკონტროლებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, დღეს ს ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს.
„ჩვენ უკრაინელებს პუტინის შეჩერებაში დავეხმარეთ და ახლა, თითქმის სამი წლის შემდეგ, პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. დღეს უკრაინა კვლავ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს. უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დასაცავად მომავალი ადმინისტრაციისთვის საფუძველი შევქმენით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა