ჯო ბაიდენი – პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის – მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია

პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც ს ცენტრში იდგა და არა ის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც პუტინი ში შეიჭრა, იგი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის. პუტინს ეს არასდროს გაუკეთებია. მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა იყო, მაგრამ მე ვარ ერთადერთი მთავარსარდალი, ვინც საომარი მოქმედებების ზონას ეწვია, რომელსაც აშშ არ აკონტროლებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, დღეს უკრაინას ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს.
„ჩვენ უკრაინელებს პუტინის შეჩერებაში დავეხმარეთ და ახლა, თითქმის სამი წლის შემდეგ, პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. დღეს უკრაინა კვლავ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს. უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დასაცავად მომავალი ადმინისტრაციისთვის საფუძველი შევქმენით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.