ჯო ბაიდენი – პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს

პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რათა იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, „უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს“, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-მა სანქციები რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს – „გაზპრომ ნეფტსა“ და „სურგუტნეფტეგაზს“, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – რაც შეეხება თვითმკვლელობების ფაქტებს, ეს ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთზე უარესები არიან