აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის ესაუბროს მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, თუ რუსეთის ლიდერი ქცევას არ შეიცვლის.
„ამჟამად არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი პუტინთან მოლაპარაკებისთვის. არ არის ბევრი რამ, რისი გაკეთებისთვისაც ის მზად არის, ქცევაში ცვლილების თვალსაზრისით. მაგრამ არ არსებობს მსოფლიო ლიდერი, ვისთან მოლაპარაკებაზეც მზად არ ვარ “, – განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი ძირეულად შეიცვალოს უახლოეს პერიოდში. ამასთან, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ის უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, აქ არ გაჩერდება.