ჯო ბაიდენი – პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის – მეორე მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის – მეორე მე ვარ, – ასე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადებას, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მისი კონკურენტის, ამჟამინდელი პრეზიდენტის ნაცვლად მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა ახსენა.
„ნუ ეტყვით მას. ის ფიქრობს, რომ ბარაკ ობამას წინააღმდეგ იყრის კენჭს, ეს არის ის, რაც მან თქვა, ”- აღნიშნა ბაიდენმა.
დონალდ ტრამპმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ უფრო დააბნია ამომრჩეველი, როცა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში ბარაქ ობამა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ობამას პრეზიდენტობის დროს, 2009-2017 წლებში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და ისინი არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები არასდროს ყოფილან.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი არჩევნებში არ გაიმარჯვებს, ქვეყანას „სისხლის აბაზანა“ ემუქრება.
„ახლა, თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბაზანა იქნება. ქვეყნისთვის სისხლის აბაზანა“, – განაცხადა ტრამპმა მაგრამ არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.
მოგვიანებით, მან დაამატა: „არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ იქნება , თუ ჩვენ არ მოვიგებთ ამ არჩევნებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ამ განცხადებას ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერი, ჯეიმს სინგერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს 6 იანვრის განმეორება სურს.
„მას კიდევ ერთი 6 იანვარი უნდა, მაგრამ ამერიკელი ხალხი კიდევ ერთხელ დაამარცხებს მას ნოემბერს არჩევნებში, რადგან ისინი უარყოფენ მის ექსტრემიზმს, ძალადობისადმი სიყვარულს და შურისძიების წყურვილს“, – აღნიშნა სინგერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები